აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს უკრაინის შეიარაღების ახალ გეგმას გამოაცხადებს, რომელიც, სავარაუდოდ, შეტევით იარაღსაც მოიცავს. ამის შესახებ Axios-ი, ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

შეტევითი იარაღის გაგზავნა მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება ტრამპისთვის, რომელმაც ცოტა ხნის წინ სცადა ეთქვა, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მხოლოდ თავდაცვით იარაღს მიაწვდიდა.

ორმა წყარომ განაცხადა, რომ მათ ჰქონდათ საფუძველი ეფიქრათ, რომ საუბარია, სავარაუდოდ, შორი მოქმედების რაკეტებზე, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, მათ შორის მოსკოვში მდებარე სამიზნეებამდე მიღწევა.

თუმცა, გამოცემის თანამოსაუბრეებმა ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ არ იციან.

რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ "ტრამპი ძალიან გაბრაზებულია პუტინზე". მისი თქმით, ტრამპის განცხადება ძალიან აგრესიული იქნება.