აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ ოპერაციას დაიწყებს.
ტრამპის ასევე ამბობს, რომ ხელახალი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ბაიდენის ადმინისტრაციის ღია კარის პოლიტიკას სრულად გააუქმებს. სიტყვით გამოსვლისას მან ბაიდენის ადმინისტრაცია პოლიტიკურ დევნაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და საკუთარ თავს "ამაყი პოლიტიკური დისიდენტი" უწოდა.
"მე თქვენ წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ, როგორც თქვენი ყოფილი და იმედია, მომავალი პრეზიდენტი, არამედ, როგორც ამაყი პოლიტიკური დისიდენტი და თაღლითი რეჟიმის საჯარო მტერი. ეს გახლავთ თაღლითური და საშიში მანქანა. ეს არის ანტიდემოკრატიული მანქანა. ეს ადამიანები არიან ბანდიტები და მჩაგვრელები," - თქვა ტრამპმა.