რატომ არ ამბობს ჰარვარდი, რომ მათი სტუდენტების თითქმის 31% უცხო ქვეყნებიდანაა, და მაინც, ეს ქვეყნები, რომელთაგან ზოგიერთი საერთოდ არ არის შეერთებული შტატების მიმართ მეგობრული, არაფერს იხდიან თავიანთი სტუდენტების განათლებისთვის და არც აპირებენ ამის გაკეთებას? არავინ გვითხრა ეს! - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

" ჩვენ გვინდა ვიცოდეთ ვინ არიან ეს უცხოელი სტუდენტები, რაც გონივრული თხოვნაა, რადგან ჩვენ ჰარვარდს მილიარდობით დოლარს ვაძლევთ, მაგრამ ჰარვარდი ზუსტად არ არის მზად ამის შესახებ. ჩვენ გვინდა ეს სახელები და ქვეყნები. ჰარვარდს 52,000,000 დოლარი აქვს, გამოიყენეთ ეს თანხა და შეწყვიტეთ ფედერალური მთავრობისგან თქვენთვის ფულის გაცემის თხოვნა!- წერს დონალდ ტრამპი.