ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან" საუბრის დროს განაცხადა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „არ ხუმრობს“ მესამე ვადასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ „ძალიან ადრეა ამაზე ფიქრი“.

„ენბისი ნიუსს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან განუცხადა, რომ ამის გაკეთების გზები არსებობს და განმარტა, რომ ის „არ ხუმრობს“.

„ბევრ ადამიანს სურს, რომ ეს გავაკეთო”, თუმცა მე მათ ვეუბნები, რომ წინ დიდი გზაა გასავლელი და ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ადმინისტრაციაში ამაზე საუბარი, - თქვა ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას და დასძინა:

„მე კონცენტრირებული ვარ მიმდინარე მომენტზე“.

კითხვაზე, სურდა თუ არა მას კიდევ ერთი ვადით დარჩენა, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მოსწონს მუშაობა, ხოლო კითხვაზე, წარუდგინეს თუ არა მას გეგმები მესამე ვადით კენჭისყრის უფლებაზე, უპასუხა:

„ამის გაკეთების გზები არსებობს“.

ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პრეზიდენტად კენჭისყრის და შემდეგ პრეზიდენტობის ტრამპისთვის გადაცემის შესაძლო სცენართან დაკავშირებით კითხვაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეს ერთი“ მეთოდია, „მაგრამ არის სხვა მეთოდებიც“. ამასთან, მან არ ისურვა დაკონკრეტება.

შეგახსენებთ, რომ კონგრესმენმა ენდი ოგლსმა 24 იანვარს წარადგინა რეზოლუციის პროექტი, რომელიც საპრეზიდენტო ვადებთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ითხოვს.