ჩვენ ვაწესრიგებთ მაგიდას და დარწმუნებული ვარ, შევძლებთ კარგად თანაცხოვრებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა.
ჟურნალისტმა ტრამპს კითხვა დაუსვა ჩინეთთან დაკავშირებით აშშ-ის შემდგომ ნაბიჯებზე, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ელოდება რამე სახის შეთანხმებას.
„ვნახოთ, რა მოხდება ჩინეთთან. ჩვენ გვსურს, რამე შეთანხმების მიღწევა. მათ ნამდვილად ისარგებლეს ჩვენი ქვეყნით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მათ გაგვძარცვეს. ჩვენ მხოლოდ ყველაფერს ახალ ფორმას ვაძლევთ. ჩვენ ვაწესრიგებთ მაგიდას და დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კარგად თანაცხოვრებას. მე დიდი პატივისცემა მაქვს პრეზიდენტ სი ძინპინის მიმართ. ის, ნამდვილი გაგებით, ჩემი მეგობარი იყო ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მე მჯერა, რომ საბოლოოდ რაღაცას მოვიფიქრებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ძალიან კარგი იქნება. მოუთმენლად ველოდები ამას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თარგმანი: პირველი არხი