ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა“, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

„ჩვენ ბევრ საკითხზე შევთანხმდით... სანამ ყველაფერი არ შეთანხმდება, შეთანხმება არ იქნება. მე დავურეკავ ნატოს... აუცილებლად დავურეკავ პრეზიდენტ ზელენსკის და ვეტყვი მას დღევანდელი შეხვედრის შესახებ... ჩვენ ნამდვილად მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს“, - თქვა ტრამპმა.