მოვუწოდებ გერმანიის მთავრობას, არ გაიმეოროს მერკელის მიერ 2008 წელს დაშვებული შეცდომები"- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გერმანიას მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების ბლოკირება. '
ინფორმაციას ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს. მისი თქმით, ნატო-ს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, მხარს უჭერს უკრაინის ნაადრევად შესვლას ალიანსში.
შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებულ დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ გერმანია ვილნიუსის სამიტზე არ დათანხმდებოდა უკრაინის ნატო-ში ნაადრევად გაწევრიანებას.
2008 წელს ბუქარესტის ნატო-ს სამიტზე გერმანია და საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისა და საქართველოს ალიანსის წევრობას და სამოქმედო გეგმის მინიჭებას.