უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 24 ივნისს ტელეფონით აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ესაუბრა.
"დღევანდელი საუბრისას მე და მდივანმა ბლინკენმა გავცვალეთ შეფასებები რუსეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენ მათ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი ამერიკელი მოკავშირეების ურყევი მხარდაჭერით, უკრაინის ტერიტორიაზე კონტრშეტევის მიზნების მიღწევაზე ვართ ორიენტირებულები." - წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.