უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანიის მთავრობას მოუწოდა, არ გაიმეოროს ანგელა მერკელის შეცდომები უკრაინის ნატოში გაწევრიანების შეფერხებაში. ამ საკითხზე კულებამ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"არ გაიმეოროთ ის შეცდომა, რომელიც კანცლერმა მერკელმა ბუქარესტში 2008 წელს დაუშვა, როდესაც მან სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ მიმავალ პროგრესს." - აღნიშნა დიპლომატმა.
კულებას თქმით, ალიანსის მაშინდელმა გადაწყვეტილებამ "კარი გაუღო პუტინის საქართველოში შეჭრასა და საბოლოოდ, ყირიმის უკანონო ანექსიას." ის თვლის, რომ 2014 წელს უკრაინა უკვე NATO-ს წევრი რომ ყოფილიყო, ყირიმის ანექსია, დონბასში ომი და მთელ ქვეყანაში შეჭრა არ მოხდებოდა.
თუმცა, კულებას თქმით, კიევი ომის დროს ნატოში მიღებას არ ელის.
"მაგრამ ომის შემდეგ ევროპისთვის თვითმკვლელობა იქნება უკრაინა ნატოს წევრად არ მიღება. ერთადერთი გზა ევროპასა და მთლიანად ევროატლანტიკურ სივრცეში რუსული აგრესიისთვის კარების დახურვისთვის არის უკრაინის ნატოში მიღება,"- აღნიშნა მინისტრმა.
მან განმარტა, რომ რუსეთი ვეღარ გაბედავს უკრაინას, რომელიც NATO-ს წევრი იქნება, თავს დაესხას. შემდეგ კი უკრაინა გერმანიას და ნატოს დასავლეთის სხვა ქვეყნებს გაათავისუფლებს აღმოსავლეთის ფლანგის დაცვის ტვირთისგან.
"ამ ტვირთს ჩვენ მხრებზე ავიღებთ," - თქვა კულებამ.