დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის მიერ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერის დაკავებაში დიდი ბრიტანეთიც მონაწილეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარდაჭერა მოიცავდა წინასწარ დაგეგმილ ოპერატიულ მხარდაჭერას, მათ შორის აშშ-ის სამხედრო აქტივების ბაზირებას.

ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა „საერთაშორისო სამართლის სრულ შესაბამისობაში“ იყო.

თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ აღნიშნა, რომ გემს „საძაგელი ისტორია“ ჰქონდა და რუსეთ-ირანის სანქციების გვერდის ავლის ღერძის ნაწილი იყო, რომელიც ტერორიზმს, კონფლიქტსა და უბედურებას აღვივებს ახლო აღმოსავლეთიდან უკრაინამდე.

ცნობისთვის, აშშ-მა ვენესუელასთან და რუსეთთან დაკავშირებული ნავთობის ტანკერი დააკავა. ოპერაციას, აშშ-ის სამხედროების მხარდაჭერით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა.