აშშ-მა ვენესუელის სანაპიროს სიახლოვეს, საერთაშორისო წყლებში, მეორე სანქცირებული ტანკერი დააკავა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელიდან გამავალ და შემავალ ყველა სანქცირებულ ნავთობტანკერზე ბლოკადა გამოაცხადა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სუპერტანკერ Centuries-ზე, რომელიც პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 2 მილიონი ბარელი ვენესუელური ნედლი ნავთობი იყო. წყაროების მიხედვით, იურიდიულად ხომალდზე არსებული ნავთობი ჩინურ კომპანიას ეკუთვნის.

ტანკერის დაკავება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, კრისტი ნოემმა X-ზე დაადასტურა, რომ აშშ-ს სანაპირო დაცვამ, ომის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ნავთობტანკერი დააკავა, "რომლის ბოლო გაჩერებაც ვენესუელა იყო".

"აშშ გააგრძელებს სანქცირებული ნავთობის არაკანონიერად გადატანის დევნას, რომელიც რეგიონში ნარკოტერორიზმის დასაფინანსებლად გამოიყენება. ჩვენ გიპოვით და გაგაჩერებთ." - დაამატა ნოემმა და გემის დაკავების ამსახველი ვიდეოც გაავრცელა.