მომავალ წელს უკრაინაში არჩევნები არ იქნება - ამის შესახებ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ „1+1“-ის ჟურნალისტ ნატალია მოსიიჩუკთან ინტერვიუში განაცხადა. 

"მომავალ წელს, ვფიქრობ, საერთოდ არ შეიძლება იყოს არჩევნები. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო და არც ადგილობრივი - არც ერთი", - განაცხადა არახამიამ.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები წესით მომავალი წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო. ახლა მიმდინარეობს დებატები იმის შესახებ, უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ომის პირობებში.