რუსეთი ყოველთვიურად სამჯერ მეტ საარტილერიო ჭურვს აწარმოებს, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი უკრაინისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ CNN დასავლური დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
NATO-ს წევრი სახელმწიფოების დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი თვეში დაახლოებით 250 ათას საარტილერიო ჭურვს აწარმოებს, ხოლო წელიწადში 3 მილიონს.
ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, ჯამურად ევროკავშირი და აშშ უკრაინისთვის გადასაცემად წელიწადში 1.2 მილიონ ჭურვს აწარმოებს.
"ვითარება, რომელშიც ჩვენ ახლა ვიმყოფებით ეს არის ომი წარმოებისთვის. ომის შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ არიან მომზადებული მხარეები ამ ომისთვის",- ამბობს წყარო.
ოფიციალური წყაროების ცნობით, ამ დროისთვის ფრონტის მთელ მონაკვეთზე ნასროლი ჭურვების თანაფარდობა 10:2-ზეა რუსეთის სასარგებლოდ.