საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება, რომ სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, გუიჯოუს პროვინციაში, მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხიდად აღიარებული ჰუანძიანის ხეობის ხიდი გაიხსნა

ხიდი მდინარე ბეიპანზე 625 მეტრის სიმაღლეზეა გადაჭიმული - თითქმის ცხრაჯერ მაღალია სან-ფრანცისკოს ცნობილ ხიდზე „ოქროს კარიბჭე“.

მშენებლობას სამი წელი დასჭირდა. ხიდის სიგრძე 2890 მეტრია, ხოლო მთავარი მალის სიგრძე 1420 მეტრი. ხელისუფლების ცნობით, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოლადის ფერმიანი დაკიდებული ხიდია, რომელიც მთიან რეგიონში აშენდა.

წინა მსოფლიო რეკორდის მფლობელი მდინარე ბეიპანზე გადაჭიმული კიდევ ერთი ხიდი იყო, რომელიც დაახლოებით 100 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მისი სიმაღლე 565,4 მეტრია.

ახალმა ხიდმა რადიკალურად შეცვალა ლოგისტიკა: ხეობაზე გავლას  ადრე ორ საათი სჭირდებოდა, ახლა კი მხოლოდ ორ წუთი სჭირდება.

ხიდის მშენებლობა სამ წელს გრძელდებოდა და  2 მილიარდი იუანი (240 მილიონი ევრო) დაჯდა.

გუიჯოუს სამართლიანად უწოდებენ „ხიდების ქვეყანას“ - აქ 30 000-ზე მეტი ასეთი ნაგებობაა აშენებული. მათგან სამი მსოფლიოში ყველაზე მაღალია და მსოფლიოს 100 ყველაზე მაღალი ხიდიდან თითქმის ნახევარი ამ პროვინციაში მდებარეობს.