ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი ევრაზიის საკითხებში, ლი ჰუი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, რათა ხელი შეუწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ამის შესახებ CNN წერს.
სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი 15 მაისს დაიწყება - ის უკრაინას, პოლონეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს ეწვევა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ჩინეთის წარმომადგენლის ვიზიტი შესაბამის ქვეყნებში, არის ჩინეთის ვალდებულების კიდევ ერთი გამოვლინება, რომ დაარწმუნოს და ხელი შეუწყოს მოლაპარაკებებს, რაც სრულად აჩვენებს, რომ ჩინეთი მტკიცედ დგას მშვიდობის მხარეს."
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის 26 აპრილს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ტელეფონით ესაუბრა. 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ეს მათი პირველი საუბარი იყო.
ლი ჰუი რუსეთში ჩინეთის ყოფილი ელჩია და ის "უკრაინის კრიზისის" დასარეგულირებლად სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა.