ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ პეკინი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა განაცხადა, ეს წარმოადგენს პეკინის ოფიციალურ პოზიციას.
"ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და იცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებს, პრინციპებს", – განაცხადა ჩინელმა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, ფრანგულ ტელეკომპანიასთაბ საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა, ლუ შაიემ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაჩენილ ქვეყნებს „არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რომელიც დაადასტურებს მათი, როგორც სუვერენული ერების სტატუსს.“