ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მოტოციკლით გადაადგილებისას დაშავდა. ოფიციალური ინფორმაციით, პეტერ პაველის დაზიანებები სერიოზული არ არის. თუმცა მას სამხედრო ჰოსპიტალში გარკვეული დროით დარჩენა მოუწევს.
პოლიციის ცნობით, შემთხვევა დახურულ სპორტულ ტრასაზე მოხდა.
თუ რა ვითარებაში მოხდა ავარია, ჯერჯერობით უცნობია.
პოლიციამ განაცხადა, რომ ინციდენტის გამოძიება არ ჩატარდება, რადგან ის საავტომობილო გზაზე არ მომხდარა.
ცენტრალურმა სამხედრო ჰოსპიტალმა მედიას დაუდასტურა, რომ პრეზიდენტ პაველს, რომელმაც მსუბუქი დაზიანებები მიიღო, სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მათივე თქმით, პრეზიდენტი საავადმყოფოში დაკვირვებისთვის დარჩება.