დიდი ბრიტანეთი უკრაინას 65 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტს გადასცემს. ინფორმაციას Reuters ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, რომელზედაც NATO-ს სამიტზე იმსჯელებენ, დიდი ბრიტანეთი და "დიდი შვიდეულის" ქვეყნები, უკრაინას ასევე გადასცემენ ათასობით საბრძოლო მასალას Challenger 2-სთვის და 70-ზე მეტ საბრძოლო მანქანას და მანქანებს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
"NATO-ს წევრობის გზაზე უკრაინის პროგრესის მხარდაჭერა, ფორმალური, მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებების გათვალისწინებით და NATO-ს წევრების აბსოლუტური მხარდაჭერით ძლიერ სიგნალს გაუგზავნის პრეზიდენტ პუტინს და ევროპაში მშვიდობას დააბრუნებს", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა.