აშშ უკრაინას დამატებით 325 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. მის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ახალ პაკეტში შედის, მათ შორის HIMARS სისტემებისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა, საარტილერიო ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და დაჯავშნილი ტექნიკა.
“რუსეთმა დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ ეს არაპროვოცირებული ომი. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისი დასრულება უკრაინიდან საკუთარი ჯარების გაყვანით და უკრაინულ ქალაქებსა და უკრაინელებზე საკუთარი სასტიკი იერიშების შეწყვეტით”, - აღნიშნა ბლინკენმა.