ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინას დამატებით 150 მლნ ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარებას მიაწვდიან. კერძოდ, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას საერთაშორისო ფონდის ფარგლებში 70 მილიონი ფუნტის ღირებულების საჰაერო თავდაცვის რადარებსა და სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობას გადასცემენ.
დახმარების პაკეტში შედის სამხედრო კატარღები, სათვალთვალო დრონები და უპილოტო ზედაპირული ხომალდები, რომელიც 80 მილიონი ფუნტის ღირებულებისაა.
უკრაინის საერთაშორისო ფონდში უკვე შეგროვდა 900 მილიონი ფუნტი. ყველაზე მსხვილი დონორი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომელმაც ფონდს 500 მილიონი ფუნტი შესწირა. ამ ალიანსში შედის დანია, ესტონეთი, ფინეთი და გერმანია.
”უკრაინის საერთაშორისო ფონდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასიცოცხლო მხარდაჭერას უწევს”, - ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი გრანტ შაპსი.