ბრატისლავაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა. რამდენიმე ათასმა ადამიანმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააპროტესტა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ფიცოს მოღალატეს უწოდებდნენ. ზოგიერთ დემონსტრანტს ხელში ეკავა პლაკატები წარწერით – "ეს არ არის ჩემი პრემიერ-მინისტრი".
საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა სლოვაკეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი.
რობერტ ფიცოსა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გუშინ კრემლში გაიმართა.