ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტო ვალუტის, ბიტკოინის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 120 000 დოლარს გადააჭარბა. 14 ივლისის დილისთვის, ბიტკოინის ფასმა 123 000 დოლარს მიაღწია.

Swissquote-ის ანალიტიკოსის შეფასებით, ბიტკოინის ფასის ზრდის ტენდენცია დიდწილად განპირობებულია შეერთებული შტატების კრიპტომეგობრული პოლიტიკითა და განვითარებად ბაზრებზე კრიპტოვალუტის მზარდი გამოყენებით.

"კრიპტოვალუტები კვლავ აღმოჩნდნენ ვაშინგტონში პოლიტიკური ყურადღების ცენტრში", - აცხადებს SPI Asset Management-ის ანალიტიკოსი სტივენ ინესი.