ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი" იუწყება.
თბილისის დროით 11:40 საათისთვის ბიტკოინის ფასი 4,8%-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს, 71 677 დოლარს მიაღწია.
პლატფორმა Binance-ს თანახმად, მომდევნო საათებში ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო გაიზარდა და 72 000 დოლარს გადააჭარბა.
ამ დროისთვის (თბილისის დროით 16:15 საათისთვის) ბიტკოინი დოლარი 71 684 დოლარი ღირს