ამ ეტაპისთვის, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი და ერთი ქალბატონი, ხოლო ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, -  ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„ინტენსიურად გრძელდება  სამუშაოები, ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი, ჯამში, როგორც თავიდან განვაცხადეთ, იყო ერთი გარდაცვლილი, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

„სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა, მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.