პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: "მშვიდობა ძალის მეშვეობით". ჯერ მოდის ძალა, შემდეგ მოდის მშვიდობა და ამაღამ, პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს, - ამის შესახებ  ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში წერს.

"გილოცავთ, პრეზიდენტო ტრამპ. თქვენი გაბედული გადაწყვეტილება აშშ-ს შთამბეჭდავი და სამართლიანი ძალით ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ იერიშის მიტანის შესახებ ისტორიას შეცვლის.

ოპერაცია "აღმავალი ლომის" ფარგლებში ისრაელმა მართლაც საოცარი რამეები გააკეთა. მაგრამ ამაღამ, ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ გადადგმული ქმედებით, ამერიკა სრულიად შეუდარებელი აღმოჩნდა. მან გააკეთა ის, რაც არც ერთ სხვა ქვეყანას არ შეეძლო.

ისტორია დააფიქსირებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებდა იმისთვის, რომ მსოფლიოს ყველაზე საშიშ რეჟიმს არ მისცემოდა ყველაზე საშიში იარაღის ფლობის შესაძლებლობა. მისმა ლიდერობამ დღეს ისტორიის გარდამტეხი მომენტი შექმნა, რომელიც ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებს მშვიდობისა და კეთილდღეობის მომავლისკენ შეიძლება წარუძღვეს.

პრეზიდენტი ტრამპი და მე ხშირად ვამბობთ: "მშვიდობა ძალის მეშვეობით". ჯერ მოდის ძალა, შემდეგ მოდის მშვიდობა და ამაღამ, პრეზიდენტმა ტრამპმა და შეერთებულმა შტატებმა დიდი ძალით იმოქმედეს.

პრეზიდენტო ტრამპ, გმადლობთ. ისრაელის ხალხი მადლობას გიხდით. ცივილიზაციის ძალები გიხდიან მადლობას.

ღმერთმა დალოცოს ამერიკა, ღმერთმა დალოცოს ისრაელი და ღმერთმა დალოცოს ჩვენი მტკიცე ალიანსი და ჩვენი ურღვევი რწმენა", - წერს ნეთანიაჰუ.