ღაზის სექტორში ექვსთვიანი ბრძოლის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ჰამასის 24-დან 19 ბატალიონი გაანადგურეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
"ჩვენ დიდი მიღწევები გვაქვს, გავანადგურეთ ჰამასის 24 ბატალიონიდან 19, მათ შორის მაღალი რანგის მეთაურები. განადგურდა დაიჭრ დ დაკავებულია ჰამასის ტერორისტების მნიშვნელოვანი რაოდენობა. გავანადგურეთ სარაკეტო ქარხნები, იარაღისა და საბრძოლო მასალის საცავი", - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ IDF გააგრძელებს ჰამასის ლიკვიდაციას, ვიდრე ღაზის სექტორი ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება. პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა ჰამასის მიერ ტყვეობაში მყოფი 133 მძევლის დაბრუნების გარეშე.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიის ზოგიერთმა დანაყოფმა დატოვა ღაზის ტერიტორია, რათა მოემზადონ შემდგომი მისიებისთვის, მათ შორის რაფაჰში.
„ისრაელის ჯარი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაჰში. ჩვენ ვუახლოვდებით იმ სიტუაციას, როდესაც „ჰამასი“ აღარ აკონტროლებს ღაზის სექტორს და ვეღარ ფუნქციონირებს, როგორც სამხედრო სტრუქტურა, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს“, – განაცხადა გალანტმა.