BBC-ის ინფორმაციით, პენტაგონიდან გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ NATO-ს ქვეყნების სპეციალური ძალები უკრაინაში იმყოფებიან.
უკრაინაში დასავლეთის ძალების ყოფნა უკვე ერთ წელზე მეტია სპეკულაციის თემაა, თუმცა ის რაც ერთხელ დადასტურებულა.
გამოცემის თანახმად, ერთ-ერთ დოკუმენტში, შიფრით „სრულიად საიდუმლოდ“, ნახსენებია, რომ უკრაინაში მოქმედებს იმ ქვეყნების სპეციალური დანიშნულების ძალები, რომლებიც ფორმალურად ომში არ მონაწილეობენ. დოკუმენტი დათარიღებულია 23 მარტით, აღნიშნულია, რომ ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს დიდ ბრიტანეთს (50 ადამიანი), შემდეგ ლატვიას (17), საფრანგეთს (15), აშშ-ს (14) და ნიდერლანდებს (1). იმის შესახებ თუ სად იმყოფებიან ისინი და რას აკეთებენ, დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.
როგორც BBC-ის ჟურნალისტი პოლ ადამსი აღნიშნავს, აღნიშნული მონაცემები, შესაძლოა, მერყეობდეს, თუმცა სპეციალური დანიშნულების ძალები ძალიან მაღალ დონეზე არიან მომზადებულნი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ სოციალური ქსელებით გავრცელებული დოკუმენტები ბევრ უზუსტობას შეიცავს.