ირანმა ორი გერმანელი დიპლომატი გააძევა.ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, გერმანელი დიპლომატები ირანის შიდა და სასამართლო საქმეებში გერმანიის უპასუხისმგებლო ჩარევის გამო გააძევეს.
მანამდე გერმანიამ ირანის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევა, თეირანში გერმანია-ირანის მოქალაქე ჯამშიდ შარმაჰდის სასიკვდილო განაჩენის საპასუხოდ.
67 წლის აქტივისტი და პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი, რომელიც ასევე აშშ-ს რეზიდენტია, კორუფციის ბრალდებით გაასამართლეს.
შარმაჰდის ოჯახი და მხარდამჭერები გერმანიის მთავრობას მისი სიცოცხლის გადარჩენისკენ მოუწოდებდნენ. „ირანის რეჟიმი ყველანაირად ებრძვის საკუთარ ხალხს და პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს“, - თქვა მაშინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.