ავსტრიამ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა.
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საელჩოში მომუშავე დიპლომატები „ეწეოდნენ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებს და შესაბამისად, ვენის კონვენციის მე-9 მუხლის მიხედვით, ისინი გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად".
რუსმა დიპლომატებმა ავსტრიის ტერიტორია ერთი კვირის ვადაში, ანუ 2023 წლის 8 თებერვლამდე უნდა დატოვონ.
2022 წლის აპრილში ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებითაც გააძევა ქვეყნიდან.