ავიაკომპანიებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო ფრენები შეაჩერეს.
British Airways-ის განცხადებით, ისინი თელ-ავივში ფრენებს თვის ბოლომდე შეაჩერებენ. ამით British Airways-ი უერთდება იმ ავიაკომპანიების სიას, რომლებმაც მიმდინარე კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები გააუქმეს.
ფრენები შეაჩერა გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მაც – თეირანში 26 ოქტომბრამდე, თელ-ავივში 31 ოქტომბრამდე, ხოლო ბეირუთში ნოემბრის ბოლომდე.
ჰოლანდიურმა ავიაკომპანია KLM-მა თელ-ავივში ფრენები წლის ბოლომდე შეაჩერა.
ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერა ასევე რამდენიმე კომპანიამ: Air India, Cathay Pacific, Delta, United, EasyJet, Ryanair და Wizz Air-მა.
ლიბანური ავიაკომპანია Middle East Airlines ერთ-ერთია, რომელიც კვლავ ახორციელებს ბეირუთის აეროპორტიდან ორივე მიმართულების ფრენებს.
თარგმანი: პირველი არხი