აშშ-ს სენატმა ტრამპის მიერ მხარდაჭერილ რესპუბლიკელების საგადასახადო და საბიუჯეტო რეფორმების კანონპროექტს 51 ხმით 50-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.

კანონპროექტისთვის კენჭისყრის სესიის განმავლობაში, რომელიც 24 საათზე დიდ ხანს გაგრძელდა, სენატორებმა ჯამში 45 შესწორებას უყარეს კენჭი.

თავდაპირველად კანონპროექტს 4 რესპუბლიკელი სენატორი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა შესწორებების შეტანის შემდეგ ალასკის რესპუბლიკელმა სენატორმა, ლიზა მურკოვსკიმ მას მხარი დაუჭირა.

საბოლოოდ კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა ყველა დემოკრატმა და 3-მა რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა, ტომ ტილისმა და სუზან კოლინსმა - კანონპროექტს სენატში 50 მომხრე და 50 მოწინააღმდეგე ჰყავდა, რის გამოც რის გამოც გადამწყვეტი ხმა ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მისცა კანონპროექტის მიღების სასარგებლოდ.

რესპუბლიკელი სენატორების ნაწილი კანონპროექტს სახელმწიფო ვალის ზრდის გამო აკრიტიკებდა, ზოგი კი სოციალური პროგრამებისთვის დაფინანსების ნაკლებად შემცირებას ითხოვდა. კანონპროექტიდან შეტანილი შესწორებების შედეგად, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის პროექტებზე აქციზი ამოიღეს და კანონპროექტით სოფლების საავადმყოფოებისთვის გათვალისწინებული დაფინანსება 25 მილიარდი დოლარიდან 50 მილიარდ დოლარამდე გაზარდეს.

კანონპროექტი 2017 წლის ტრამპის საგადასახადო შემცირებებს აფართოებს და შეიარაღებული ძალებისთვისა და საიმიგრაციო კონტროლისთვის დაფინანსებას ზრდის. 

სენატის შემდეგ შესწორებულ კანონპროექტს კენჭი წარმომადგენელთა პალატამ ხელახლა უნდა უყაროს. ცნობისთვის, ტრამპმა კონგრესს კანონპროექტის მიღების საბოლოო ვადად 4 ივლისი განუსაზღვრა.