შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. ეს ინფორმაცია პენტაგონის ვებგვერდზე გავრცელდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები შემდეგ შეიარაღებას მიიღებს:
დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ის სარაკეტო სისტემებისთვის;
155 მმ-იანი ჰაუბიცები;
155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები;
120 მმ, 81 მმ და 60 მმ კალიბრის ნაღმსატყორცნები;
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა TOW ოპტიკური კონტროლით;
შვედური ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმსატყორცნები Carl Gustaf და AT-4;უმართავი საავიაციო რაკეტები Hydra-70 უკრაინული ავიაციისთვის;
მცირე ზომის იარაღი და მათი ვაზნები;ასაფეთქებელი ნივთიერებები დაბრკოლებების დასაძლევად;
მცირე ზომის იარაღი და ვაზნები მისთვის;
ასაფეთქებელი ნივთიერებები დაბრკოლებების დასაძლევად;
მძიმე ტექნიკის გადასაზიდად სატვირთო მანქანები და მისაბმელიანი ტრანსპორტი;
სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთების აღჭურვილობა;
სათადარიგო ნაწილები და სხვა აღჭურვილობა.
პენტაგონში განმარტეს, რომ საუბარია შეიარაღებასა და აღჭურვილობაზე, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან გამოიყო.
"აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინამ ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებები და უსაფრთხოების გრძელვადიანი საჭიროებების დაკმაყოფილება სცადოს", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა.