აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემისთვის, საარტილერიო ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს.
პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინას მიაწოდოს შესაძლებლობები ბრძოლის ველზე მისი უშუალო მოთხოვნილებებისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.