დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო სიას 14 ახალი პუნქტი დაამატა.
Reuters-ის ინფორმაციით, ლონდონმა შეზღუდვები ამჯერად რუსეთის კულტურის მინისტრ ოლგა ლუბიმოვასა და განათლების მინისტრ სერგეი კრავცოვის, ასევე რიგი სხვა თანამდებობის პირების წინააღმდეგ შემოიღო.
როგორც ბრიტანული მხარე განმარტავს, ლუბიმოვას სანქციები იმ პოლიტიკისა და მოქმედებების მხარდაჭერის გამო შეეხო, რომლებიც "უკრაინის დესტაბილიზაციას იწვევს და მის ტერიტორიულ მთლიანობას ემუქრება, ხოლო კრავცოვსა და სხვებს - იმაში მონაწილეობის გამო, რასაც ბრიტანეთი "უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის პროგრამად" მოიხსენიებს.