ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
"ჩვენ ვუერთდებით ყველა ქართველ გულშემატკივარს და ვუხდით მადლობას ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი გამოსვლისთვის. რა ამაღელვებელი თამაში და ისტორიული გზაა. გისურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას მომავალში", - წერს საქართველოში აშშ–ის საელჩო.
შეგახსენებთ, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
30 ივნისს გერმანიაში, ქალაქ კიოლნში გამართულ მატჩში ესპანეთმა სძლია საქართველოს ნაკრებს, ანგარიშით 4:1.
საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად, ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.