ამერიკული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთები შეამცირა. მიმდინარე წელს ეს საპროცენტო განაკვეთების შემცირების პირველი შემთხვევაა.
ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეზერვი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძირითად საპროცენტო განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით, 4.00-4.25 პროცენტამდე შეამცირა.
გასულ წელს ფედერალურმა რეზერვმა საპროცენტო განაკვეთები სამჯერ შეამცირა: სექტემბერში 0.50 პროცენტული პუნქტით, ნოემბერში 0.25 პროცენტული პუნქტით, ხოლო დეკემბერში 0.25 პროცენტული პუნქტით.
ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან ინტენსიური ზეწოლის ქვეშ მოექცა პრეზიდენტის პოსტის ოფიციალურად დაკავების პირველი დღეებიდანვე. მან არაერთხელ მოუწოდა ჯერომ პაუელს საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირებისკენ და არაერთხელ გამოხატა მის მიმართ აღშფოთება.