პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაადასტურა, რომ პარიზში გამართულ კონფერენციაზე, რომელსაც 28 ევროპული ქვეყნის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მწვავე დისკუსიის საგანი იყო უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი. კონფერენცია პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით შედგა.
"ყველაზე მწვავე დისკუსია შეეხო უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნის საკითხს და ამასთან დაკავშირებით აბსოლუტური თანხმობა არ ყოფილა. შეხედულებები განსხვავებულია." – თქვა დუდამ ჟურნალისტებთან.
პოლონეთის პრეზიდენტს კონკრეტული ქვეყნების პოზიციები არ დაეზუსტებინა:
"როდესაც საქმე ეხება დეტალებს, ინდივიდუალური ქვეყნების გადასაწყვეტია, რა სახის დახმარებას გაუწევენ უკრაინას." – დაამატა დუდამ.
დუდამ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროპული ქვეყნები ახლო მომავალში უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად გადაცემას შეძლებენ, რაც, მისი აზრით, ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანია.