66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებულმა შტატებმა დატოვა,

 ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც მოხვდა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ-მა დატოვა „მფლანგველი, არაეფექტური, ან მავნე ორგანიზაციაბი“.

„ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ინსტიტუტები მიიჩნია როგორც გადაჭარბებული თავისი საქმიანობის სფეროებით, არასწორად მართული, არასაჭირო, მფლანგველი, სუსტად ფუნქციონირებადი, ხელში ჩაგდებული აქტორების მიერ, რომლებიც წინ სწევენ საკუთარ დღის წესრიგს ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ან საფრთხეს უქმნიან ჩვენი ერის სუვერენიტეტს, თავისუფლებასა და ზოგად კეთილდღეობას. პრეზიდენტი ტრამპი ნათლად აცხადებს: აღარ არის მისაღები ამ ინსტიტუტებისთვის ამერიკელი ხალხის სისხლის, ოფლისა და სიმდიდრის გაგზავნა, რასაც თითქმის არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. დასრულდა ის დრო, როდესაც მილიარდობით დოლარის გადასახადის გადამხდელთა ფული, უცხოური ინტერესებისთვის მიედინებოდა ჩვენი ხალხის ხარჯზე“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.