აშშ-ის მინესოტას შტატის უდიდეს ქალაქ მინეაპოლისში, იმ ადგილიდან სამი წუთის სავალზე, სადაც 2020 წელს პოლიციელმა ჯორჯ ფლოიდი მოკლა, იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურმა (ICE) ქალი მოკლა.

შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კრისტი ნოემის თქმით, ქალმა, სანამ მას ესროდნენ, ICE-ის აგენტებზე „მანქანით დაჯახება“ სცადა.

სროლა მოხდა იმ დროს, როდესაც მინესოტა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ხელმძღვანელობით მიმდინარე მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცავი კამპანიის ფონზე იმიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების წინაშე დგას. ორი სამართალდამცავი წყაროს ცნობით, მინეაპოლისში დაახლოებით 2000 ფედერალური აგენტია განლაგებული.

მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ, ფედერალური აგენტები „ჩვენს ქუჩებში ქაოსის დათესვაში“ დაადანაშაულა და ცალსახად უთხრა მათ: „მინეაპოლისიდან ჯანდაბამდეც გზა გქონიათ“.  

მსხვერპლის ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი. მინესოტას გუბერნატორმა ტიმ უოლცმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა მინეაპოლისში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით თქვა, რომ შტატს ჯერ არ დაუდგენია მოკლულის ვინაობა.

„გამოძიება მიმდინარეობს“, - თქვა მან და ინციდენტის ვიდეოს „ძალიან მძიმე საყურებელი“ უწოდა.

ოულცმა ასევე განაცხადა, რომ სროლის აუცილებლობა არ იყო და შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება. 

ტრამპი მხარს უჭერს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მან „რადიკალური მემარცხენეები“ დაადანაშაულა „ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის აგენტების ყოველდღიურ მუქარაში, თავდასხმასა და შევიწროებაში“.

„მე ახლახან ვუყურე მინეაპოლისში, მინესოტაში მომხდარი მოვლენების ამსახველ ვიდეოს. ეს საშინელი სანახაობაა“. „ქალი, რომელიც ყვიროდა, აშკარად პროფესიონალი პროვოკატორი იყო, ხოლო ქალი, რომელიც მანქანას მართავდა, უკიდურესად ურჩი იყო, ხელს უშლიდა და წინააღმდეგობას უწევდა, სანამ ძალადობრივად, განზრახ და სასტიკად არ დაარტყამდა იმიგრაციის ოფიცერს, რომელმაც, როგორც ჩანს, თავდაცვის მიზნით ესროლა“, - დაწერა პრეზიდენტმა Truth Social-ზე.

სროლა მოხდა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ადგილიდან სულ რაღაც რამდენიმე კვარტალის დაშორებით.  ჯეიკობ ფრეის თქმით, სროლა მოხდა მინეაპოლისში, 34-ე ქუჩისა და პორტლენდის გამზირის კვეთაზე.

ეს ადგილი დაახლოებით 10 კვარტალის, ანუ სამი წუთის სავალზეა იმ ადგილიდან, სადაც ჯორჯ ფლოიდი 2020 წლის 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელმა მოკლა.

სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უახლოვდება ICE-ის თანამშრომელი გზის შუაში გაჩერებულ ჯიპს და მძღოლს კარის გაღებას სთხოვს, შემდეგ კი სახელურს ეჭიდება.

მანქანა დაიძრა და მძღოლის მხარეს მდგომმა ICE-ის სამსახურის კიდევ ერთმა თანამშრომელმა პისტოლეტი ამოიღო, ახლო მანძილიდან ორჯერ ესროლა ჯიპს და უკან გადახტა, როდესაც მანქანა მიუახლოვდა. ამის შემდეგ შემდეგ ჯიპი ორ გაჩერებულ მანქანას შეეჯახა და გაჩერდა.