ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ისრაელი მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტიკურმა ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობისთვის მკაცრად დაისჯება.
„ამ ქმედებით კრიმინალურმა და ტერორისტულმა სიონისტურმა რეჟიმმა შექმნა მკაცრი სასჯელის საფუძველი და ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია შური ვიძიოთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოწამებრივი მკვლელობით დაღუპულის სისხლისთვის“ - თქვა ხამენეიმ.
ხამენეის განცხადებით, მოწამე ჰანიემ მრავალი წლის განმავლობაში ძვირფასი სიცოცხლე მიუძღვნა წინააღმდეგობას და მზად იყო მოწამეობისთვის და ამ გზით შესწირა თავისი შვილები და ხალხი.
შეგახსენებთ, „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანიე გასულ ღამეს თეირანში მოკლეს.