ყველის 2024 წლის ჩემპიონატზე გამარჯვებული გამოვლინდა.
პორტუგალიის ქალაქ ვიზეუში საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც 240 კაცისგან შედგებოდა, 47 ქვეყნის 4786 სახეობის ყველს შორის საუკეთესოდ ცნო პორტუგალიური ცხვრის ნაღები ყველი Queijo de Ovelha Amanteigado.
თოთხმეტ საუკეთესო ყველს შორი ოთხი შვეიცარიული, სამი იტალიური და ორი ესპანური ყველი მოხვდა.
საიტ quintasdeseia-ს თანახმად, 1,1 კგ-იანი Queijo De Ovelha Amanteigado „Quintas De Seia” 18,59 ევრო ღირს.
შეგახსენებთ რომ ყველის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ნორვეგიული ცისფერობიანი Nidelven Blå გახდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილებზე ბელგიური Baliehof Houtlandse Asche Kaas და შვეიცარიული Eberle Würzig გავიდნენ.




