კუვეიტში, ჯაბერ ალ-აჰმადის საერთაშორისო სტადიონზე, „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში „მარსელი“ დაამარცხა და 2026 წელს პირველი ტიტული მოიპოვა.
პარიზელები პირველი ტაიმის მე-13 წუთზე უსმან დემბელეს გოლით დაწინაურდნენ და ამ ანგარიშს 76-ე წუთამდე ინარჩუნებდნენ, შემდეგ კი 11 წუთში ორი გოლი გაუშვეს და შეხვედრის თავიანთ სასარგებლოდ დასრულება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
„პარი სენ-ჟერმენი“ მარცხისგან 90+5 წუთზე გატანილმა გოლმა იხსნა. თერთმეტმეტრიანების შესრულებისას პარიზელებმა ოთხჯერ ზედიზედ დაარტყეს ზუსტად, მათმა მეკარე მეკარე ლუკას შევალიემ კი მხოლოდ ერთი პენალტი გაუშვა, პირველი ორი კი მოიგერია.
ხვიჩა კვარაცხელია (flashscore - 7.1) 72-ე წუთზე ბრედლი ბარკოლამ შეცვალა.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „მარსელი“ - პენალტები 3:1(2;2,1:0)
გოლები: 13' უსმან დემბელე, 76' მეისონ გრინვუდი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 87' ვილიან პაჩო, საკუთარ კარში 90+5' გონსალუ რამოში 2:2
„პარი სენ-ჟერმენმა“, რომელიც 1970 წელს დაარსდა, 56-ე სეზონში 58-ე ტიტული მოიპოვა.




