გზების განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირის პირველ ჩიხში, N27ბ-ს მიმდებარედ, გზის საფარის რეაბილიტაცია განხორციელდა.
ასფალტი, დაახლოებით, 1 300 კვადრატულ მეტრზე დაიგო. გარდა ამისა, შიდა ეზო ქავთარაძის ქუჩის N78-ში მოწესრიგდა. სამუშაოებისას 750 კვ. მ ფართობის მონაკვეთი რეაბილიტირდა, დაიგო ასფალტი და მოეწყო ბორდიური. შედეგად, გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა.