ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მიხეილ თამარაშვილის N10-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება.

მიწისქვეშა სამუშაოებისას კორპუსის მილები და ჭები იცვლება, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

წყალარინების ქსელის განახლების სამუშაოების ღირებულება 111 000 ლარია.

მიმდინარე პროცესს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.