1918-1921 წლებში შექმნილი საქართველო-იტალიის დიპლომატიური მიმოწერის ასლები დღეიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში შეინახება და პირველი რესპუბლიკის პერიოდის კოლექციებს გაამდიდრებს. საარქივო მასალა დამუშავდება და უახლოეს მომავალში თემით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზებში გახდება ხელმისაწვდომი.
იტალიაში საქართველოს ყოფილმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბეგლარ თავართქილაძემ ქართული დემოკრატიული მთავრობის მაშინდელ იტალიის სამეფოსთან ურთიერთობის ამსახველი ისტორიული დოკუმენტების შესწავლა 1995 წელს დაიწყო. ამ ხნის მანძილზე თავმოყრილი საარქივო მასალა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ ღონისძიებაზე ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორ თეონა იაშვილს გადასცა.
ღონისძიება აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, შესავალი სიტყვით გახსნა. შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდიუმის წევრები, მოწვეული სტუმრები, მკვლევრები და მეცნიერები.
წინამდებარე ელექტრონულ შეტყობინებაში მოცემული ინფორმაცია და მისი დანართ(ებ)ი გამიზნულია მხოლოდ კონკრეტული ადრესატ(ებ)ისთვის და შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალურ ინფორმაციას. თუ თქვენ არ წარმოადგენთ შეტყობინების ადრესატს, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აცნობოთ აღნიშნული გამომგზავნს და დაუბრუნოთ ელექტრონული შეტყობინება; არ გაამჟღავნოთ და არ გაავრცელოთ შეტყობინებისა და მისი დანართ(ებ)ის შინაარსი; არ გადაიღოთ მათი ასლები და არ განახორციელოთ მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ქმედება; წაშალეთ აღნიშნული შეტყობინება და მისი დანართ(ებ)ი თქვენი სისტემიდან. The content and the attachment(s) of this e-mail are intended for specific recipient(s) only and may be confidential. If you are not the intended recipient of this message, please contact the sender immediately. Be aware that any use, retransmission, distribution, reproduction, or any action taken in reliance upon this message and its attachment(s) is strictly prohibited. Delete the e-mail and its attachment(s) from your system.