საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისს ნიშნავს.
დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:
17 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა- 13:15 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი
გაფრენა -14:45 საათზე.
17 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური, გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი
გაფრენა - 17:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი -მესტია, გაფრენა - 13:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი
გაფრენა - 14:45 საათზე.
22 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური, გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი
გაფრენა 17:45 საათზე;
შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი- 90 ლარს
შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან
3-წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს
30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets