პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი მეწარმე ქალებს კახეთის რეგიონიდან შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა მეწარმეობასა და ბიზნესში მონაწილეობის ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის,  ამ მიმართულებით არსებულ წარმატებებს, გამოწვევებს  და ახალ შესაძლებლობებს.

 „ძალიან საინტერესო შეფასებები და მოსაზრებები მოვისმინე მეწარმე ქალების მხარდაჭერასთან  დაკავშირებით. დავსახეთ გარკვეული გეგმები არსებული საკითხების გადაწყვეტისთვის, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი ქალის ჩართვას მეწარმეობაში და სოფლის მეურნეობაში, რაც საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გააძლიერებს მათ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.