ვაკის რაიონში დაზიანებული დასასვენებელი სივრცეების განახლების პროცესი გრძელდება. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭავჭავაძის N50-ში არსებულ სკვერში ხორციელდება. სამუშაოებისას განახლდება დაზიანებული მონაკვეთები და გამოიცვლება საპარკო ავეჯი.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ყიფიანი გაეცნო.
ამ დროისთვის, არსებული სკვერები განახლდა, ასევე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტლის N1-ის მიმდებარედ, თავხელიძის N1-ში, ქუთათელაძის N17-ში, თამარაშვილის N10ა-ში, საკანდელიძის N8-ის მიმდებარედ და სხვა მისამართებზე. მიმდინარე წლის ბოლომდე დამატებით კიდევ 10-მდე სივრცის განახლება იგეგმება.