საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. დაზიანებული გზების რეაბილიტაცია ბოლო რვა წლის განმავლობაში 905 მისამართზე განხორციელდა.

საერთო ჯამში, სხვადასხვა მისამართზე 594 885 კვ. მ ფართობის გზა განახლდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 073 900 ლარი დაიხარჯა.

საგზაო პროექტები განხორციელდა შიდა ეზოებსა და შიდაკვარტალურ გზებზე. გარდა ამისა, კაპიტალურად განახლდა სხვადასხვა ქუჩა. გზის განახლების სამუშაოები როგორც ფრაგმენტულად, ისე კაპიტალურად ჩატარდა.