ამის შესახებ ჟურნალისტებთან სუს-ის მიერ დაკავებულმა ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის გია თვალავაძის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, გია თვალავაძეს ედავებიან თითქოსდა, ცხელ ხაზზე შესული ზარების შემდეგ, ის არ ამოწმებდა აფთიაქებს
"დანაშაულს არ აღიარებს, ყოველ შემთხვევაში მე რა ინფორმაციაც და მასალაებიც მაქვს ამ დროისთვის, იქიდან გამომდინარე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ უდანაშაულოა. მის ბრალში ასეთი რამ არის მითითებული, როდესაცცხელ ხაზზე სატელეფონი ზარები შემოდიოდა, თვალავაძე თურმე არ ამოწმებდა. ევალებოდა თუ არა თვალავაძეს აფთიაქების შემოწმება?" - განაცხადა ლალი აფციაურმა.
მისივე თქმით, ბრალში მითითებულია, არსებობს აუდიოჩანაწერებიც, დაახლოებით 150 "ფაილი".
შეგახსენებთ, 2018 წლის 24 ოქტომბერს სუს-მა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, ჯანდაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე დააკავა.